უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 27 დრონიდან ყველა ჩამოვაგდეთ, დაღუპულია 2 ადამიანი

15 მარტის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 27-ვე დრონის ჩამოგდება შეძლეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
დრონები კიროვგრადის, ნიკოლაევის, ხარკოვის, ხერსონის, ხმელნიცკის, ვინიცკისა და ს რეგიონებში გაანადგურეს.
გარდა ამისა რუსეთმა უკრაინის ტერიტორია 7 საზენიტო, მართვადი, C-300/C-400 ტიპის რაკეტებითა და ერთი X-59 საავიაციო რაკეტით დაბომბა.
ვინიცკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბორზოვი ადასტურებს. შეტევისას დაშავდა კიდევ 4 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ასევე დაგაინტერესებთ