უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 23 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 5 მაისს, აღდგომის ღამეს, ს მიერ გაშვებული 24 დრონიდან, 23 განადგურებულია.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა, რუსული შაჰედის ტიპის დრონები ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.
ქალაქ დნეპრში ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა მრავალსართულიანი შენობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები, ადგილზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, დრონების იერიშის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლი. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 2015 წელს დაბადებული გოგონა.
ხერსონის თავზე ჩამოგდებულია ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, დაზარალებულთა შესახებ ცნობა არ არის.
რუსეთი ს ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.