19 ივნისის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 21 დრონიდან 19 გაანადგურეს.
“საბრძოლო მოქმედებების შედეგად ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიროვგრადის, ხმელნიცკისა და ლვოვის ოლქებში განადგურებულია 19 შაჰედის ტიპის რუსული უპილოტო საფრენი აპარატი”. – წერია ანგარიშში.
რუსეთმა დრონები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან ააფრინეს.
თავდაცვით ოპერაციაში მონაწილეობა უკრაინის გამანადგურებელმა ავიაციამ, საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა და შეიარაღებული ძალების მობილურმა ჯგუფებმა მიიღეს.
რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.