უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 10 დრონიდან 9 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 17 ნოემბრის ღამეს, ოკუპანტების მიერ გაშვებული 10 დრონიდან 9 განადგურებულია.
“17 ნოემბრის ღამეს მეტოქემ შაჰედი ტიპის 10 დრონით შეგვიტია. საფრენი აპარატები პრიმორსკო-ახტარსკის მხრიდან იყო აფენილი. საბრძოლო მოქმედებების შედეგად ნიკოლაევის, ოდესის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის ოლქში 9 საფრენი აპარატი გავანადგურეთ”. – წერია საჰაერო ძალების მოხსენებაში.
უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად გამოიყენეს ავიაგამანადგურებლები, საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური ცეცხლის ჯგუფები.
ასევე რუსეთმა დონეცკის მიმართულებით C-300 ტიპის რამდენიმე მართვადი რაკეტა გაისროლეს, ამჟამინდელი მონაცემებით სარაკეტო იერიშს ზიანი არ მოყოლია.
უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.