უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება, თუმცა ალიანსის მეხუთე მუხლით უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხზე დისკუსია შესაძლებელია – ტრამპის წარმომადგენელი

უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება, თუმცა ალიანსის მეხუთე მუხლით უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხზე დისკუსია შესაძლებელია – ტრამპის წარმომადგენელი
-ის პრეზიდენტის, ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ვერ გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ალიანსის მეხუთე მუხლით უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხზე დისკუსია შესაძლებელია.
უიტკოფმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, მ და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ფაქტობრივად გააცნობიერეს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში შეუძლებელია.
„ვფიქრობ, ზელენსკიმ და მისმა მარჯვენა ხელმა, ერმაკმა დიდწილად გააცნობიერეს, რომ ნატოს წევრები ვერ გახდებიან“, – აღნიშნა უიტკოფმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გრძელდება დისკუსიები უკრაინაზე ნატო-ს მე-5 მუხლის, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გარეშე, გავრცელებასთან დაკავშირებით.
უიტკოფის თქმით, უკრაინისთვის ასეთი დაცვის უზრუნველყოფის საკითხი აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების მხრიდან კვლავ დისკუსიის საგანია.
„შეუძლია თუ არა უკრაინას გარკვეულწილად ჰქონდეს ეს შეერთებული შტატებისგან ან ევროპული ქვეყნებისგან, ნატო-ს წევრობის გარეშე? ვფიქრობ, ეს საკითხი ღიაა დისკუსიისთვის“, – განაცხადა უიტკოფმა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი