უკრაინა “მშვიდობის სამიტისთვის” ემზადება

შვეიცარია 15-16 ივნისს უკრაინის მშვიდობის სამიტს უმასპინძლებს. სამიტის მიზანი ს სამშვიდობო შეთავაზებებზე და ხედვისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა. ამ გეგმის თანახმად, რუსულმა ძალებმა უკრაინის სუვერენული ტერიტორია უნდა დატოვონ. მოსკოვი არც სამიტზეა მიწვეული და არც მის სულისკვეთებას იზიარებს.
ს სრულმასშტაბიანი შეჭრის თითქმის ორნახევარი წლის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები რთულ მდგომარეობაშია. რუსეთის ძალები ხარკივის რეგიონზე თავდასხმებს აძლიერებს.
სამიტი, რომელიც კურორტ ალპინზე გაიმართება, მიზნად ისახავს სამშვიდობო გეგმის შენარჩუნებას და იმას, რომ საბოლოოდ რუსეთმა ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს.
რუსეთი ამ ინიციატივას “დროის ფლანგვას” უწოდებს. ჩინეთი კი ამბობს, რომ სამიტს არც ის დაესწრება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სამიტს 107 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან, რაც ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია. მათ შორის იქნებიან უკრაინის დასავლელი მოკავშირეები, ასევე სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. კიევმა მოწვევა 160 დედაქალაქსა და ორგანიზაციაში გააგზავნა.
უკრაინის უმთავრესი დასავლელი პარტნიორი – შეერთებული შტატები შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა დადასტურებული არაა, დაესწრება თუ არა მას პრეზიდენტი ბაიდენი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე თქვა, რომ ბაიდენის არყოფნა მხოლოდ ვლადიმირ პუტინს გაახარებს.
კრემლის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე, ეს სამიტი “აბსოლუტურად უნაყოფო” იქნება.
კი ამბობს, რომ მოსკოვის მოწვევას არ აპირებს, რადგან ის მას არ ენდობა. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად და დევნილად იქცა, უამრავი ქალაქი და დასახლება დღემდე იბომბება. რუსეთის ჯარი კი, ამ დროისთვის, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 18%-ს აკონტროლებს. კიევი აცხადებს, რომ მოსკოვი შესაძლოა მომდევნო სამიტზე მოიწვიონ მეზობელ ქვეყანაში მისი შეჭრის დასრულების განსახილველად, თუმცა მხოლოდ უკრაინის პირობების დაკმაყოფილებით.
ზელენსკი, რომელსაც სამიტზე ჩინეთის დასწრება სურდა, პეკინს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის მოსკოვს ამ სამიტისთვის ძირის გამოთხრაში ეხმარება, თუმცა პეკინი ბრალდებებს უარყოფს.
პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერი სერჰი ნიკიფოროვი ამბობს, რომ სამიტზე მოლაპარაკებები იმ 10-პუნქტიან სამშვიდობო ფორმულას დაეყრდნობა, რომლის პრიორიტეტიც სამი თემაა – სურსათის უსაფრთხოება, ბირთვული უსაფრთხოება და ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისურლება. “ზუსტად ეს სამი ასპექტია, რომელთაც განსხვავებული შეხედულებების მქონე ქვეყნების გაერთიანება შეუძლია”, – უთხრა ნიკიფოროვმა უკრაინულ ტელევიზიას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ 10-პუნქტიანი გეგმის შესახებ, პირველად, 2022 წლის ნოემბერში განაცხადა. ის ასევე მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსეთის ძალების სრულ გაყვანას ქვეყნიდან და რუსეთის ომის დანაშაულების გასასამართლებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.