უკრაინა მშვიდობის სამიტზე ჩინეთს პატიჟებს

5 ივნისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ჩინეთში იმყოფებოდა. უკრაინის ოფიციალურმა პირმა პეკინს მოუწოდა, ივნისში შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე დასასწრებად, იქ დელეგაცია გააგზავნოს.
კონფერენცია 15-16 ივნისს იგეგმება. პეკინი აქამდე აცხადებდა, რომ მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებდა და რომ მშვიდობის კონფერენციის წარმატებას, მასში ორი მეომარი მხარის მონაწილეობა განსაზღვრავს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკონკრეტა, რომ მ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის მონაწილეობა კონფერენციაში პრაქტიკულ შედეგს გამოიღებდა უკრაინაში მშვიდობის მიღწევისთვის.
უკრაინის ცნობით, შვეიცარიაში კონფერენციაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა. მშვიდობის სამიტზე პრეზიდენტ ს წამოყენებულ წინადადებებს განიხილავენ, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე – თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე, დაუკავშირდნენ კოლეგებს შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ

გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ ინიციატივები არის დრაკონული და სამარცხვინო – რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, ნიშანია, რომ ჩაახშოს მედიის ხმა