უკრაინა: მტრის ტერიტორიაზე გავანადგურეთ 3 ვერტფრენი

უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის თქმით, ბოლო რამდენიმე დღეში, დივერსიის შედეგად განადგურებულია 3 რუსული ვერტმფრენი.
როგორც უწყება წერს, 21 ივლისს დივერსიულმა ჯგუფმა Ми-28 და Ка-226 ტიპის ვერტმფრენები მოსკოვთან, დასახლება ტომლინოსთან ახლოს გაანადგურა.
ასევე, 24 ივლისს დივერსიის შედეგად ქალაქ სამარაში გაანადგურეს კიდევ ერთი Ми-28 ტიპის ვერტმფრენი.
სამივე ვერტმფრენი მიწაზე დაწვეს.

ასევე დაგაინტერესებთ