მსოფლიო ბანკისგან დამატებით 84 მილიონ დოლარს მიიღებს

უკრაინა HOPE პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისგან დამატებით 84 მილიონ დოლარს მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი იუწყება.
უკრაინის პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ თანხას eRecovery-ს პროგრამის ფარგლებში, რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებლების აღსადგენად გამოიყენებენ.
„საერთო ჯამში, HOPE პროექტი 2025 წლის დეკემბრისთვის 98 000 ოჯახის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მადლიერები ვართ მსოფლიო ბანკის და ყველა პარტნიორის ომის დროს უკრაინელების მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს შმიგალი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს