უკრაინა მსოფლიოში იარაღის უმსხვილესი იმპორტიორია, აშშ კი, როგორ ექსპორტის ლიდერი, პოზიციას იმყარებს

2020-2024 წლებში, ევროპაში იარაღის იმპორტი 155 პროცენტით გაიზარდა წინა პერიოდთან შედარებით, ხოლო , ამ ქვეყანაში 2022 წელს ს შეჭრის შემდეგ, მსოფლიოში იარაღის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. შვედეთის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, შეერთებული შტატები კვლავ დომინირებს გლობალურ სცენაზე, სადაც იარაღის მსოფლიო ექსპორტში მისი წილი 2020-2024 წლებში 43 პროცენტამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2015-2019 წლებში 35 პროცენტს შეადგენდა.
2020-2024 წლებში, იარაღის მთლიანი იმპორტის 28 პროცენტი ევროპაზე მოდიოდა, 2015-2019 წლებში კი ეს მაჩვენებელი 11 პროცენტი იყო. მხოლოდ უკრაინაზე მთლიანი იარაღის იმპორტის 8.8 პროცენტი მოდიოდა, ხოლო ამ იმპორტის თითქმის ნახევარი -დან ხორციელდებოდა. თუმცა, შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სთვის სამხედრო დახმარება შეაჩერა.
2020-2024 წლებში, ევროპაში იარაღის 50 პროცენტზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეჰქონდა. ამერიკული იარაღის უმსხვილესი შემსყიდველები იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ნორვეგია.
ტრამპის მიერ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის გადასინჯვის შემდეგ, გასულ კვირას ევროპელმა ლიდერებმა თავდაცვის ხარჯების გაზრდის გეგმებს დაუჭირეს მხარი. როგორც „როიტერი“ იუწყება, ნატო-ს ევროპელმა წევრებმა ასევე მიიღეს ზომები იარაღის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად და ევროპის სამხედრო მრეწველობის გასაძლიერებლად.
2020-2024 წლებში, რუსეთის წილი იარაღის მსოფლიო ექსპორტში 21 პროცენტიდან 7.8 პროცენტამდე შემცირდა. ეს გამოწვეული იყო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციებით და იარაღზე გაზრდილი შიდა მოთხოვნით. ამავე პერიოდში, აზიასა და ოკეანეთში იარაღის იმპორტი 21 პროცენტით შემცირდა, ძირითადად, ჩინეთის მიერ საკუთარი იარაღის წარმოების გაზრდის გამო.
SIPRI-ის მონაცემებით, 2020-2024 წლებში იარაღის მსოფლიო მიწოდების მოცულობა დაახლოებით იგივე იყო, როგორიც 2015-2019 წლებში.
წყარო: 1არხი