უკრაინა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 800 მილიარდ ევროს ითხოვს, სამხედრო ხარჯების გამოკლებით – ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი უარს ამბობს ბრიუსელის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბლოკმა უკრაინას 800 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება უნდა გამოუყოს.
მისი თქმით, ეს გზა ევროპას ასუსტებს და ეკონომიკური კრახისკენ მიჰყავს.
„უკრაინა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 800 მილიარდ ევროს ითხოვს, სამხედრო ხარჯების გამოკლებით. ამრიგად, ბრიუსელელები მოითხოვენ, რომ უნგრეთმა გააუქმოს ოჯახების დახმარება, პენსიები, ენერგიის იაფი წყაროები, საავადმყოფოები და სამართლიანი გადასახადები, რათა ეს ფული უკრაინას გადაეცეს. ჩვენ უარს ვამბობთ! ეს გზა ასუსტებს ევროპას და ეკონომიკური კრახისკენ მიჰყავს. უნგრეთი კვლავაც საკუთარ ხალხს პირველ ადგილზე დააყენებს“, – აცხადებს ვიქტორ ორბანი.




