უკრაინა მომავალ წელს მილიონ დრონს დაამზადებს – ზელენსკი

მომავალ წელს მილიონ დრონს დაამზადებს. ასევე იგეგმება 155 კალიბრის ჭურვების წარმოება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ 2023 წლის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დადებითად ვუყურებ დრონების წარმოების გაზრდას და მისი მომსახურე სპეციალური დანაყოფების შექმნას. ქვეყანაში უნდა არსებობდეს უპილოტო თვითმფრინავების მართვის ინფრასტრუქტურა. ის უნდა იყოს საუკეთესო, არა საბჭოთა, მაგრამ მარტივი, რათა ძალიან მალე მოხდეს მისი გამოყენება“, – აღნიშნა მან.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს პრობლემები მიწოდების სეგმენტში, რადგან უკრაინაში კვლავ რჩება ლოგისტიკის საბჭოური ბიუროკრატიული სტილი.
„ჩვენ დავძლევთ ასეთ სტილს. ჩვენი საბრძოლო ბრიგადები მიიღებენ სამამულო დრონებს. რაც შეეხება მათ წარმოებას, მომავალ წელს მილიონ უპილოტო საფრენ აპარატს დავამზადებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე მოხდეს. ვიცი, რომ ასეც იქნება“, – დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადებამდე, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრე კამიშინმა აღნიშნა, რომ მოგვარებულია დრონების მასობრივი წარმოების საკითხი, რომლებიც ირანული „შაჰიდის“ ტიპის კამიკაძე-დრონების ანალოგიური იქნება.
მანამდე კი, სააქციო საზოგადოება „უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის“ („Ukroboronprom“) გენერალურმა დირექტორმა, გერმან სმეტანინმა განაცხადა, რომ უკრაინამ ახალი კამიკაძე დრონის სერიული წარმოება დაიწყო.