29 მარტის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მასიური რუსული შეტევა მოიგერიეს. ჯამში განადგურებულია 84 საჰაერო მიზანი, აქედან 58 შაჰედის ტიპის დრონი და 26 რაკეტა.
“ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად განადგურებულია 84 საჰაერო მიზანი: 58 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, 17 X-101/X-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 5 საავიაციო X-59-ის ტიპის რაკეტა, 4 ისკანდერის ტიპის ფრთოსანი რაკეტა”. – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
სულ უკრაინის მიმართულებით ოკუპანტებმა 99 საჰაერო თავდასხმის საშუალება გაისროლეს. აქედან, 60 შაჰედი და 39 რაკეტა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.