მიიღებს კიდევ 725 მილიონი დოლარის ამერიკულ იარაღს და ტექნიკას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ს გამოუყო კიდევ 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება.
სახელმწიფო მდივნის, ს ინფორმაციით, ახალი პაკეტი მოიცავს რაკეტებს Stinger, საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin და AT-4, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW და სხვა საბრძოლო მასალებს და ტექნიკას.
პრეზიდენტ ს გადაწყვეტილებით, უკრაინა ამ სამხედრო დახმარებას მიიღებს -ის თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას სურს უკრაინის დასახმარებლად კონგრესის მიერ მხარდაჭერილი თანხა დახარჯოს არჩეული პრეზიდენტის, ს ინაუგურაციამდე, რომელიც 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
დარჩენილი თანხა დაახლოებით ხუთ მილიარდ დოლარამდეა.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 61,4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ