უკრაინა მექსიკას პუტინის დაკავებას სთხოვს თუ ის ინაუგურაციას დაესწრება

მექსიკაში უკრაინის საელჩომ ხელისუფლებას სთხოვა დააკავოს ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ ის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. მექსიკის არჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაცია, პირველ ოქტომბერს გაიმართება.
7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, უკრაინის საელჩო ამბობს, რომ „დარწმუნებულია, რომ მექსიკის მთავრობა შეასრულებს“ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერს. რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, სავარაუდო ომის დანაშაულებისთვის, 2023 წლის მარტში გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ