უკრაინა მექსიკას პუტინის დაკავებას სთხოვს, თუ ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა

უკრაინამ სთხოვა მექსიკის მთავრობას, დააკავოს ს ლიდერი , თუ ის 1 ოქტომბერს პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავა.
ამის შესახებ ნათქვამია მექსიკაში უკრაინის საელჩოს ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
ამასთან, საელჩო მადლობას უხდის მექსიკას, ინაუგურაციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მიწვევისთვის.
როგორც უკრაინის საელჩოს წერილშია ნათქვამი, ოფიციალური აღიარებს იმ ფაქტს, რომ მექსიკა ინაუგურაციაზე იწვევს ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებთანაც მას დიპლომატიური ურთიერთობა აქვს დამყარებული, მაგრამ ასევე შეახსენებს ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.
„ვიმედოვნებთ, მექსიკის მთავრობამ იცის, რომ ვლადიმერ პუტინი არის ომის დამნაშავე, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებასა და იძულებით დეპორტაციაში და მისი დაკავების ორდერი გაცემულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომლის იურისდიქციასაც მექსიკა აღიარებს… ჩვენ გვჯერა, რომ მექსიკა აღასრულებს დაკავების საერთაშორისო ორდერს და ზემოთ აღნიშნულ საქმეს გაერო-ს სასამართლო ორგანოს გადასცემს“, – აღნიშნულია მექსიკაში უკრაინის საელჩოს წერილში.
ამ განცხადების გავრცელებამდე ერთი დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ მექსიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის გუნდმა, საგარეო საქმეთა მინისტრ ხუან რამონ დე ლა ფუენტესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან შეინბაუმის ინაუგურაციაზე მოსაწვევების გაგზავნა დაიწყო. ინაუგურაცია 1 ოქტომბერს გაიმართება. მასზე ოფიციალური მიწვევა ვლადიმერ პუტინსაც გაეგზავნა.
ივნისის დასაწყისში, მექსიკაში საპრეზიდენტო გაიმართა, რომელშიც მმართველი კოალიციის კანდიდატმა, კლაუდია შეინბაუმმა გაიმარჯვა.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი