უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის წარმომადგენელმა ოლექსანდრ შტუპუნმა უარყო, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა დაიპყრო.
“მარინკისთვის ბრძოლა გრძელდება. ამჟამად ჩვენი სამხედროები მარინკის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს იმყოფებიან, მაგრამ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. მიუხედავად ამისა მარინკის დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია”. – ამბობს შტუპუნი.
25 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეიმ შოიგუმ განაცხადა, რომ მარინკა “გათვისუფლებულია”. შოიგუს სამხედრო წარმატება ვლადიმირ პუტინმა მიულოცა.