უკრაინა-ისრაელის დახმარებისა და სასაზღვრო პოლიტიკის კანონპროექტი აშშ-ს სენატმა ვერ მიიღო

აშშ-ს სენატმა ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც მექსიკის საზღვარზე სიტუაციის რეგულაციასა და სთვის, ასევე ტაივანისთვის დახმარების ხარჯების გამოყოფას ითვალისწინებს.
კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების წარმომადგენლებმა.
კანონპროექტი მოიცავდა უკრაინისთვის განკუთვნილ $60-მილიონიან და ისრაელისთვის გათვალისწინებულ $14-მილიონიან დახმარებას.
რესპუბლიკელი სენატორები კვლავ რჩებიან აზრზე, რომ სანამ საზღვრის კონტროლის პოლიტიკა არ გამკაცრდება, მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს, რომელიც მოკავშირე ქვეყნების დახმარებასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო პოლიტიკა -ს ყოფილი პრეზიდენტის, ს წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 49 სენატორმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 50-მა. მის მისაღებად საჭირო იყო 60 ხმა.
კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 4-მა რესპუბლიკელმა სენატორმა, მათ შორის იყო სენატორი ჯეიმს ლენკფორდიც, რომელიც სასაზღვრო პოლიტიკასღან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
სენატის უმრავლესობის ლიდერი, დემოკრატი ჩაკ შუმერი რესპუბლიკელთა გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპს აბრალებს.
კანონპროექტთან დაკავშირებული დავა უკვე მეოთხე თვეა რაც გრძელდება.