2 აპრილის დილას, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკრაინამ აიღო. როგორც გამოცემა უკრაინსკაია პრავდა წერს, ქარხანაზე შეტევა უკრაინის დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ოპერაციაა.
უკრაინული შორი მოქმედების დრონი მოხვდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ადრეული ნავთობის გადამამუშავებელ დანადგარს, რომლის სიმძლავრე 8 მილიონ ტონას შეადგენს, რაც რუსეთის ნავთობის 2.6%-ია.
“ჩვენ არ შევწყვეტთ აგრესორი ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშს, რათა მათ უკრაინაში გენოციდური ომის წარმოების უფრო ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდეთ. ძალას არ დავიშურებთ, რათა შევამციროთ ნავთობდოლარების შედინება რუსეთის სამხედრო ბიუჯეტში”. – ამბობს უკრაინსკა პრავდასთან უკრაინის ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
2 აპრილს, რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას პირველად, დრონებით თავდასხმა მოხდა თათრეთის რესპუბლიკაზე. ნიჟნეკამსკის გარდა უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს ქალაქ იელაბუგაში მდებარე სამხედრო ქარხანაზეც.