უკრაინა ზაპოროჟიეს დაბომბვის, რუსეთი კი კურსკის ოლქზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება

სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე დღევანდელი ავიადარტყმის შედეგად. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი იუწყება.
ქალაქის ერთ-ერთ რაიონში დანგრეულია შვიდი კერძო სახლი და რამდენიმე ათეული დაზიანებულია. დაზიანდა გაზის მილებიც. ზაპოროჟიეს ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
ფიოდოროვის ინფორმაციით, ს ჯარებმა ზაპოროჟიეს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქის რილსკის რაიონზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება ამ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ხინშტეინი. მისი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი.
ხინშტეინის თანახმად, სარაკეტო დარტყმა იყო რილსკის რაიონის კულტურულ-გასართობ ცენტრზე.