რუსეთის მხრიდან უკრაინის ნავსადგურების ბლოკირებამ, საექსპორტო საქონლის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად უკრაინას ალტერნატიული გზების ძიებისკენ უბიძგა, რამაც დღის წესრიგში დააყენა საკუთარი სარკინიგზო ქსელის ევროპული ლიანდის სტანდარტზე ეტაპობრივი გადაყვანა.
სავარაუდოდ ყველას უჩნდება კითხვა, თუ რატომ არის ევროპული რკინიგზის ლიანდის სიგაზე -1435 მმ, ხოლო ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მათ შორის რუსეთის – 1520 მმ.
ევროპულსა და საბჭოთა ლიანდებს შორის განსხვავებას გეოპოლიტიკური ახსნა გააჩნია. მე 19 საუკუნეში რუსეთის იმპერიაზე ევროპული სამყაროს მოსალოდნელი თავდასხმის პირობებში, რუსეთის სტრატეგიულ მიზანს შეადგენდა მათი მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე ჯარების სწრაფი გადმოსროლის შეზღუდვა. ამიტომ რუსეთმა შეიმუშავა ლიანდის სიგანის საკუთარი სტანდარტი, რომელმაც შემდგომში საბჭოთა სისტემაში შემავალ სახელმწიფოებზეც ჰპოვა ასახვა.
ევროკავშირთან ინტეგრირების პროცესში, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის ლიანდის სიგანეებს შოორის განსხვავება მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდა.
ლიანდის სიგანეების განსხვავების გამო ევროპულ ლიანდზე გადასვლის აუცილებლობის წინაშე პირველად ბალტიის ქვეყნები დადგნენ. მიუხედავთ რუსეთის მხრიდან მრავალი წინაღობისა, ბალტიის ქვენებმა სადღეისოდ წარმატებით გადაჭრეს პრობლემა, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ანვითარებენ ევროპული ლიანდით ბალტიის ქვეყნების ევროპულ სივრცესთან
დამაკავშირებელ Rail Baltic ის პროექტს.რუსეთ – უკრაინის საომარი დაპირისპირების შედეგად უკრაინა აღმოჩნდა რთულ პირობებში, კერძოდ თუ ომამდე უკრაინის საექსპორტო პროდუქციის 70 % გაედინებოდა საზღვაო ნავსადგურების გავლით, საომარი მოქმედებების პირობებში, ნავსადგურების ბლოკირების შედეგად უკრაინის ძირითადი საექსპოტო პროდუქციის ხორბლის და ლითონის მხოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად აუცილებელი გახდა სახმელეთო მიმართულებებით დუნაის მიმდებარე ნავსადგურებამდე ექსტრადირება.
დუნაის ნავსადგურებში უკრაინის ექსპორტის მოცულობის ზრდამ გამოიწვია მათი გადატვირთულობა, ხშირია შემთხვევები როდესაც კონსტანცას ნავსადგურში დატვირთვის მოლოდინში 100 გემისგან შემდგარი როგია.
ანალოგიური გადატვირთულობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა უკრაინის სარკინიგზო ქსელი. პოლონეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან და მოლდოვასთან დამაკავშირებელი თერთმეტი სარკინიგზო სასაზღვრო გადასასვლელი მუდმივად გადატვირთულ რეჟიმში ფუნქციონირებს.
ხშირია შემთვევები როდესაც საშუალოდ 15 -18 დღე ყოვნდება ტვირთი სასაზღვრო გადასასვლელებზე.
ზემოაღნიშნული სიძნელეების გადასალახავად უკრაინა პრიორიტეტულად ვარაუდობს სასაზღვრო გადასასვლელებზე ევროპული ლიანდის დაგებას, როც შეამცირებს საზღვრებზე მოცდენების დროს და გაზრდის ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობას.
გარდა ამისა, პრიორიტეტულად განიხილება ევროპული ლიანდის სტანდარტის პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე დაგება. შემდეგ მისი გავრცობა უკრაინის მთელ ტერიტორიზე. რითაც უკრაინა ვარაუდობს გაზარდოს ევროკავშირში ტვირთების ექსპორტთან ერთად მგზავრნაკადი.
სადღეისოდ აქტიურად განიხილება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ევროპული ლიანდის სისტემის გაფართოების საკითხი.
უკრანული მხარე ცალსახად აღნიშნავს, რომ აუცილებელია მთელ ტერიტორიაზე ევროპულ ლიანდზე გადასვლა, მაგრამ ძირითადი დაბრკოლება ფინანსებია.
მიუხედვად ამისა, განიხილება ლვოვი – კიევი, ლვოვი – ოდესა და ლვოვი – კრივოის როგის ძირითადი მიმართულებები.
აღსანიშნავია, რომ ბლოკირებული ნავსადგურების გახსნის შემთხვევაში ეს მიმართულებები მოთხოვნადი იქნება.
ლვოვიდან – კიევამდე (572 კმ) ევროპულ ლიანდზე გადასვლის ღირებულება ნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს, კილომეტრზე საშუალოდ 800 ათასი ევრო.
ევროპული ლიანდის კიევამდე მიყვანის, შემდეგ ოდესის მიმართულებით გაფართოების სავარაუდო ღირებულება 2 მილიარდი ევროა.
არსებობს განსხვავებული მოსაზრება, პროექტის სიძვირესთან და განხორციელების ვადებთან დაკავშირებით.
უკრაინის რკინიგზის 20 000 კმ განფენილობის, სრულად ევროპული ლიანდის სტანდარტზე გადაყვანას დასჭირდება 20 წელიწადი და 250 მილიარდი ევრო.
ბუნებრივია ასეთი ფინანსური სახსრების მობილიზება უკრაინისთვის დღევანდელ რთულ მდგომარეობაში წარმოუდგენელია.
გასათვალისიწნებელია ის გარემოება, რომ ევროპული ლიანდის ექსპლოტაციაში გაშვება თანხვდენილი იქნება სიძნელეებთან, რადგანაც სალიანდაგო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გარდა აუცილებელი იქნება ძვირადღირებული მოძრავი შემადგენლობის შეძენა.
უკრაინის რკინიგზის ევროპულ ქსელებში ინტეგრირების არსებული ადაპტირებული ვარიანტის გარდა როდესაც სასაზღვრო პუნქტებში ხორციელდება ურიკების შეცვლა, უკრაინამ ევროპულ სივრცეში მოსახვედრად დაიწყო შეთავსებული ლინადაგის კონსტრუქცის დაგება, პირველად – უჟგოროდ – ჩოპის (უნგრეთის საზღვარი) უბანზე (იხ.სქემა).
ასეთი ტიპის შეთავსებული ლიანდი, გამოყენებულია პოლონეთ – ლიტვა – ლატვია – ესტონეთის Rail Baltic ის მიმართულებით.
ამ სახის ლიანდის დაგებით თავიდან იქნება აცილებული ურიკების შემცვლელ სადგურზე ძვირად ღირებული ოპერაციები და მოძრავი შემადგენლობის გადატვირთვის ოპერაციებისათვის აუცილებელი ტერიტორიები. ერთი კილომეტრი შეთავსებული ლიანდის დაგების ღირებულება 2.2 მლნ დოლარს შეადგენს.
2023 წლიდან უჟგოროდიდან – ჩოპამდე (უკრაინა – უნგრეთის საზღვარი) მიმდინარეობს შეთავსებული ფართო და ევროპული 1520 / 1435 მმ ლიანდის დაგება (იხ რუქა). ამ პერიოდისათვის 22 კმ უბნის 8,5 კმ ზე დაგებულია შეთავსებული ლიანდი.
ევროპულ ლიანდზე გადასვლის კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს ე.წ. იბერიული ლიანდი – 1668 მმ, რომელიც ესპანეთსა და პორტუგალიაში გამოიყენება და ე.წ. საბჭოთა ლიანდზე ფართოა.
ესპნელებმა გამოიგონეს ტექნლოგია, რომელიც წარმატებით გამოიყენება საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთისას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ლიანდის სიგანე, მოძრავი შემადგენლობის 15 კმ სთ მოძრაობისას წყვილთვალის ავტომატიურად გაფართოვება ან შემცირება.
2024 წელს ესპანეთის და უკრაინის მთავრობების მოლაპარაკების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილაბა უკრაინის რკინიგზაზე ესპანური ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ.
ესპანული ტექნოლიგიის გამოსაყენებლად, აუცილებელი არ იქნება ლოკომოტივების, სამგზავრო და სატვირთვო ვაგონების შეცვლა, საჭიროა მხოლოდ მოძრავი შემადგენლობის ურიკების შეცვლა, რომელიც აღჭურვლი იქნება წყვილთვალის ავტომატიური გაფართოების და შევიწროების სიტემით.
უკრაინა ოდიდგანვე, ცნობილია სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიებით, გარდა ამისა ათობით ათასი სატვირთო და ათასობით სამგზავრო ვაგონი გააჩნია და ეს ფაქტორი გააიაფებს ესპანური კონსტრუქტციის გამოყენებას.
დასკვნის სახით – რუსეთის მხრიდან უკრაინის ნავსადგურების ბლოკირებამ, ავტომატიურად გამოიწვია უკრაინის მიერ საექსპორტო საქონლის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად ალტერნატიული გზების ძიება, რამაც უკრაინას უბიძგა ეტაპობრივად ევროპული ლიანდის სტანდარზე გადასვლა, პირველ ეტაპზე ევროპული ლიანდის მოწყობა სასაზღვრო გადასასვლელებზეა გათვალისწინებული, ხოლო შემდგომ, ყველაზე ტვირთდაძაბულ უკრაინის ცენტრალურ რეგიონში ლვოვი – კიევის მიმართულებით.უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ევროპულ ლიანდზე გადასვლა წარმოადგენს, საომარი მოქმედებების საპასუხო – იძულებით ნაბიჯს.
გეოგრაფიულ მდებარეობის, ასევე ევროპულ სარკინიგზო სისტემასთან სარკინიგზო კავშირის არარსებობის, უდიდესი ფინანსური რესურსებისა და დროის ფაქტორის გათვალისწინებით საქართველოს რკინიგზის ევროპულ ლიანდის სტანდარტზე გადასვლის აუცილებლობა, სადღეისოდ დღის წესრიგში არ დგას.
წყარო: transcor.ge
