უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, თუმცა ის ვერ გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, უკრაინის ძალამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ის რუსეთს წარმატებითა და უპრეცედენტო ძალით უწევს წინააღმდეგობას.
უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ვერ გახდება, რადგან, მისი თქმით, ევროპას ამისთვის ფული არ ეყოფა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინა დაუბრუნდება ბუფერული სახელმწიფოს როლს აშშ-სა და რუსეთის მხრიდან გარანტიებით.
რაც შეეხება ევროკავშირს, ორბანის თქმით, ის არა როგორც პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც უნდა გაძლიერდეს.
ორბანმა ასევე დასძინა, რომ, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი, რადგან მხარეებს ამ ომში სერიოზული დანაკარგი აქვთ, მაგრამ მოლაპარაკება არ სურთ.
ორბანის განცხადებით, ამას ორი მიზეზი აქვს: ორივე მხარეს სჯერა, რომ გაიმარჯვებს და ბრძოლა იქამდე სურს, ვიდრე ეს არ მოხდება.
„მეორე მხრივ, ორივე მხარეს საკუთარი სიმართლე აქვს. უკრაინელებს თავდაცვის სჯერათ, რუსეთს კი არ სურს ნატო-ს და მისი იარაღის დანახვა საზღვართან ახლოს. ისინი არ დანებდებიან, ეს პირდაპირ ესკალაციას იწვევს და მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.