უკრაინა: დონეცკის ოლქში განადგურებულია მოიერიშე თვითმფრინავი СУ-25

უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა დონეცკის ოლქში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი СУ-25 ჩამოაგდეს.
გვარდიამ მტრის თვითმფრინავი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს იგლას გამოყენებით გაანადგურა.
თვითმფრინავი 23 ივნისს ჩამოაგდეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა СУ-25-ის განადგურება 28 ივნისს დაადასტურა.
დონეცკის მიმართულებით უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ წინ წაიწია.