უკრაინა დიასპორის წარმომადგენლებს ორმაგ მოქალაქეობას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებს მადლობას უხდის მათი მხარდაჭერისთვის და მათ ორმაგ მოოქალაქეობას სთავაზობს. თუმცა ამისთვის კონსტიტუციის ცვლილებაა საჭირო.
ზელენსკი ამბობს, რომ ის პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, რაც პრეზიდენტის მხრიდან 1919 წლის აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაერთიანების აღმნიშვნელ “ერთიანობის დღეს” სიმბოლური ჟესტი იყო.
ზელენსკიმ ამავე დღეს გამოსცა განკარგულება, რომელიც იმ ეთნიკურად უკრაინელების უფლებებისა და იდენტობის დაცვას ეხება, ვინც დღემდე რუსეთში ცხოვრობს – 4 მილიონი უკრაინელი. ეს რუსეთში უცხოური დიასპორის ყველაზე დიდი ჯგუფია.
უკრაინის კონსტიტუცია ორმაგი მოქალაქეობის უფლებას არ უზრუნველყოფს, ასე რომ მილიონობით წარმოშობით უკრაინელ მოქალაქეს, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს და უცხოური მოქალაქეობა აქვს, არ აქვს შესაძლებლობა უკრაინული პასპორტი შეინარჩუნოს.
“დღეს მე უმაღლეს რადას წარვუდგენ მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს მრავლისმომცველ საკანონმდებლო ცვლილებებს და რამდენიმე მოქალაქეობის ცნების შემოღებას”, – თქვა ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვაში.
“ეს მისცემს ეთნიკურად ყველა უკრაინელს და მათ შთამომავლებს მთელ მსოფლიოში, რომ ჰქონდეთ ჩვენი პასპორტი. ცხადია, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების გარდა”, – განმარტა პრეზიდენტმა.
მ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დიასპორის წარმომადგენლებს უკრაინის მხარდაჭერისთვის.
კონსტიტუციის ცვლილება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა ეს პროცესი შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დასტურიც გახდეს საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ