და შეთანხმდნენ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან ცეცხლის შეწყვეტაზე

უკრაინა და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში, ელექტროქსელების რემონტის მიზნით. ამ ცნობას ავრცელებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.
ევროპაში ყველაზე მსხვილი ატომური ელექტროსადგური რუსეთის ძალებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინაში 2022 წელს შეჭრიდან მალევე. ელექტროენერგიის წარმოება შეჩერებულია, მაგრამ სადგურს ესაჭიროება ელექტროენერგიით გარედან მომარაგება. სადგურის ელექტროქსელებთან კავშირი განადგურებული იყო, რაშიც და მოსკოვი ერთმანეთს სდებენ ბრალს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამომდინარე, შესაკეთებლად ობიექტთან სპეციალისტები დაუშვეს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოთხი კვირის განმავლობაში იყო დარჩენილი გარე ელექტროენერგიის გარეშე და მას ენერგიას დიზელზე მომუშავე გენერატორებით აწვდიდნენ.
radiotavisupleba.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ