უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან ცეცხლის შეწყვეტაზე

უკრაინა და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში, ელექტროქსელების რემონტის მიზნით. ამ ცნობას ავრცელებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.
ეს, ევროპაში ყველაზე მსხვილი ატომური ელეტროსადგური რუსეთის ძალებმა ხელში ჩაიგდეს ში 2022 წელს შეჭრიდან მალევე. ელექტროენერგიის წარმოება შეჩერებულია, მაგრამ სადგურს ესაჭიროება გარედან მომარაგება ელექტროენერგიით. სადგურის ელექტროქსელებთან მიერთება განადგურებული იყო, რაშიც და მოსკოვი ერთმანეთს სდებენ ბრალს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ შეკეთების სამუშაოებზე მომუშავე სპეციალისტები ობიექტთან დაუშვეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამომდინარე.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოთხი კვირის განმავლობაში იყო დარჩენილი გარე ელექტროენერგიის გარეშე და მას ენერგიას დიზელზე მომუშავე გენერატორებით აწვდიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, საიდანაც კარგი გამოსავალი არ აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ – მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია

ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 10 პირის მოსამართლეს – ვნახეთ, რა ხდებოდა მაღალჩინოსნების სახლის ჩხრეკაზე – ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, ვიმედოვნებ, ეს დასასრული იქნება ისეთივე მკაფიო, როგორიც მაღალჩინოსნების შემთხვევაში