უკრაინა და რუსეთი თავის ტერიტორიებზე დრონებით და რაკეტებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

რუსეთმა ზე დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ს საოკუპაციო ძალებმა ვორონეჟის ოლქიდან ს ოლქს შეუტიეს ოთხი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი-მ“. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის მიერ დღეს, 6 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, აზოვის ზღვის აკვატორიიდან შეტევა იყო ორი მართვადი საავიაციო რაკეტით, ხოლო კურსკის ოლქიდან და ანექსირებული დან 16 უპილოტო საფრენი აპარატით.
ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევის, ხერსონის, ნიკოლაევის და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს ორი ბალისტიკური და ორი მართვადი საავიაციო რაკეტა და 15 დრონი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა დესნიანსკის რაიონში დააზიანა ავტომანქანების სადგომი.
დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით კურსკის და ბელგოროდის ოლქებზე თავდასხმის შესახებ. პირველი ცნობის მიხედვით, ღამის განმავლობაში 11 დრონი ჩამოაგდეს კურსკის ოლქში და 1 – ბელგოროდში. მეორე ინფორმაციით, დღეს დილით კურსკის ოლქში მოიგერიეს 13 დრონი, ხოლო ბელგოროდის ოლქში – 9.
ქალაქ კურსკის მერის იგორ კუცაკის თანახმად, უკრაინული დრონების ნამსხვრევებმა ქალაქის რამდენიმე რაიონში უმნიშვნელო ზიანი გამოიწვია.
საომარი მოქმედებების შესახებ მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება