უკრაინა და რუსეთი ერთმანეთზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

უკრაინაზე ს ჯარების მორიგ შეტევაში, რომლის შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაიჭრა, სხვადასხვა ტიპის 145 დრონი იყო ჩართული. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 აპრილის საღამოდან 10 აპრილის დილამდე გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების რიცხვი, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ გამოაქვეყნა.
სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 85 ე.წ. დამრტყმელი დრონი ჩამოაგდეს უკრაინის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო 49 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ნიკოლაევში 10 ადამიანი დაიჭრა, დაზიანებულია 9 მრავალბინიანი სახლი და ადმინისტრაციული შენობა.
ს სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში დაინგრა კერძო სახლი და ხანძარი გაუჩნდა საწყობებს. ადმინისტრაცია ორი დაშავებულის შესახებ იუწყებოდა. მოგვიანებით, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დაშავდა სამი ადამიანი.
უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთი. თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, 9 აპრილის საღამოს რვა საათიდან 10 აპრილის დილის ექვს საათამდე 42 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მათგან 13 – ბრიანსკის ოლქში, 12 – კალუგაში, 7 – კურსკის ოლქში, 4 – ბელგოროდის ოლქში, 4 – ყირიმში, 1 – ორიოლის ოლქში და 1 – მოსკოვის ოლქში.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის თანახმად, უკრაინულმა დრონმა ელექტროქვესადგური დააზიანა.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დაკეტილი იყო მოსკოვის „ვნუკოვოს“ და ქალაქ კალუგის აეროპორტები.
ფორუმი