უკრაინა და რუსეთი აცხადებენ, რომ ერთმანეთს კიდევ 20-მდე დრონი გაუნადგურეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა ზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დღეს, 6 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტიეს ორი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერით“. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ცნობითვე, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 18 დრონიც. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნიკოლაევის, ხერსონის, ხმელნიცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში 17 დრონი ჩამოაგდეს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოუგერიებელი უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქ ნიკოპოლში მიკროავტობუსს მოხვდა. დაშავდა 4 მგზავრი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, ნიკოპოლზე სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულია ერთი მრავალბინიანი და სამი კერძო სახლი, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.
19 უკრაინული დრონის და ერთი რაკეტის განადგურების შესახებ იუწყება ს თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ 6 ივნისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ს თავზე მოიგერიეს 13 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ბელგოროდის ოლქში – 6.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, როსტოვის ოლქში გაანადგურეს გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნი“. არაფერია ნათქვამი როსტოვის ოლქზე დრონებით შეტევაზე, რის შესახებაც გამთენიისას იუწყებოდა რუსეთის ამ რეგიონის გუბერნატორი.
ფორუმი