უკრაინა და პოლონეთი შეთანხმებას ცდილობენ მათ საზღვარებზე ბლოკირების შეწყვეტის პირობებზე

უკრაინის რეკონსტრუქციის სამინისტრო და პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთად მუშაობენ ორ ქვეყანას შორის საზღვრის ბლოკირების შეწყვეტის პირობებზე და პირობების ნაწილზე უკვე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ რეკონსტრუქციის სამინისტრომ 1 დეკემბერს, ვარშავაში მხარეების მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მხარეები უკვე შეთანხმდნენ, უგრინოვი-დოლგობიჩოვის საგუშაგოს გახსნაზე ცარიელი სატვირთო მანქანების გასატარებლად, რათა გაიზარდოს საზღვრის გამტარუნარიანობა, შემცირდეს დატვირთვა სხვა საგუშაგოებზე. შეთანხმება ეხება ასევე ცარიელი მანქანებისთვის ცალკეული გამშვები ზოლების შექმნას იაგოდინ-დოროგუსკი და კრაკოვეც-კორჩევას საგუშაგოებზე.
პოლონურ მხარე ითხოვს “უგრინოვი – დოლგობიჩოვის” და “ნიჟანკოვიჩი – მალხოვიცეს” ექსპლუატაციას მხოლოდ ევროკავშირის რეგისტრაციის მქონე ტრანსპორტისთვის. „ეს პოზიცია მიუღებელია უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის, რადგან ეს არის დისკრიმინაციული ნორმა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში – ნათქვამია ცნობაში.
პარალელურად, რეკონსტრუქციის სამინისტრო ავითარებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოაგვარებს სიტუაციას საზღვარზე რიგებთან დაკავშირებით და შეამცირებს დაძაბულობას საგზაო ტრანსპორტის საკითხში.
უკრაინის სასაზღვრო დაცვა იტყობინება 1 დეკემბერს, რომ დილით – პოლონეთის საზღვარზე, სულ, უკრაინაში შესასვლელად რიგში იდგა 2100 სატვირთო მანქანა. უკრაინელი მძღოლები, რომლებიც ორი კვირაა ელოდებიან პოლონეთთან საზღვრის გადაკვეთას „კორჩევა-კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე, აცხადებენ, რომ შეიძლება შიმშილობა გამოაცხადონ. მძღოლების თანახმად, 30 ნოემებრის შეთანხმება, რომ პოლონეთის მხარე ერთ საათში შვიდ ავტომანქანას გაატარებდა, დაირღვა და კვლავ ერთ საათში მხოლოდ ერთ სატვირთო ავტომობილს უშვებენ.
6 ნოემბერს დაიწყეს საპროტესტო აქცია პოლონელმა გადამზიდავებმა, რომლებიც სხვათა შორის, ევროკავშირისგან მოითხოვენ უკრაინელი მძღოლებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში შესვლა სურთ, საგანგებო გამშვები სისტემის შემოღებას.
ასეთივე ვითარებაა უკრაინა ს საზღვარზეც, სადაც უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, უჟგოროდ-ვიშნე ნემეცკეს დამშვებ პუნქტში რიგში დგას 600 ავტომანქანა.
უნგრეთის საზღვართან, გამშვებ პუნქტ ტისასთან გაჩერებულია 1000 სატვირთო ავტომანქანა

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას