უკრაინა და პოლონეთი სატვირთოებისთვის დამატებით სასაზღვრო გადასასვლელს გახსნიან

უკრაინა და პოლონეთი ორშაბათს, ცარიელი სატვირთო მანქანებისთვის, დამატებით სასაზღვრო გასასვლელს გახსნიან. განცხადებას უკრაინის ხელისუფლება აკეთებს.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ უჰრინივის საგუშაგო, რომელიც ამჟამად მხოლოდ სამგზავრო მანქანებისა და ავტობუსებისთვის მუშაობს, გაიხსნება ორშაბათს დილის 1:00 საათიდან ცარიელი სატვირთო მანქანებისთვის, რომელთა საერთო დასაშვები წონა 7,5 ტონაზე მეტია.
„უჰრინივის გახსნა პირველი პუნქტია საზღვრის განბლოკვისთვის, რიგების შესამცირებლად და -პოლონეთის საზღვრის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების სიაში“, – აცხადებენ სასაზღვრო სამსახურში.
ამჟამად ორ ქვეყანას შორის 4 სასაზღვრო გამშვები, საპროტესტო აქციების ფონზე, პოლონელი მოქალაქეების მიერ არის ბლოკირებული. მათი მთავარი მოთხოვნა უკრაინელი სატვირთო მანქანებისთვის ევროკავშირში უნებართვო შესვლაზე წვდომის შეჩერებაა, რაც სა და ბრიუსელის თქმით შეუძლებელია.