და ნიდერლანდები დრონების ერთობლივად წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინამ და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების ერთობლივად წარმოების შესახებ, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
შეთანხმებას ხელი ნიდერლანდებისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, რუბენ ბრეკელმანსმა და დენის შმიგალმა ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში მოაწერეს.
„ახალი ეტაპი: და ნიდერლანდები ორივე ქვეყანაში დრონებს ერთობლივად აწარმოებენ. ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან ერთად, ხელს ვაწერ ერთობლივი წარმოების შეთანხმებას („Build With Ukraine“). ეს აძლიერებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას, მდგრადობას და ინოვაციას“, – განაცხადა ბრეკელმანსმა.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დამატებით 250 მილიონ ევროს გამოყოფს PURL ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ -სგან უკრაინისთვის იარაღის შეძენას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას