“უკრაინა და მოლდოვა ჩვენ ბევრად ჩამოგვრჩა” – “მოხდა ასეთი რამ…” – როგორ “შედგა” საქართველოს პარლამენტი – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა:
“საბოლოოდ, მიუხედავად, ამ რთული მოვლენებისა, რაც გამოვიარეთ 2020 წლის ბოლოს, 2021 წელს, 2022 წელს, 2023 და 2024 წელს, მოხდა ასეთი რამ – საქართველოს პარლამენტი შედგა, არ ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ წარმატებით დავძლიეთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოვიარეთ 2021 წელს. ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, მიუხედავად ძალიან ძლიერი ზეწოლისა სხვადასხვა მიმართულებიდან. ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, მუდმივი ხელოვნური ტურბულენტობის ფონზე, ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ. ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4250 დოლარი და წელს უკვე 9 000 დოლარს გადასცდება. წარმოიდგინეთ თქვენ, დამშვიდების საშუალება რომ მიეცათ ამ ქვეყნისთვის, სად წავიდოდა ჩვენი ეკონომიკა. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ ეკონომიკის განვითარება არის ბევრი რამის აუცილებელი პირობა, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის აუცილებელი პირობაც. ყველას კარგად ესმის, რომ იმ ეკონომიკით, რომელიც აქვს დღეს ს, ან მოლდოვას, ეს ორი ქვეყანა ჩვენ ბევრად ჩამოგვრჩა ჩვენ არა მარტო ეკონომიკური კუთხით, არამედ ევროინტეგრაციის გზაზეც. ამ რთული მოვლენების ფონზე ჩვენ შევძელით და გავიმყარეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ის კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის“

ასევე დაგაინტერესებთ