უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის როუმინგის ზონას უერთდებიან

უკრაინამ ევროკომისიას გადაუგზავნა ოფიციალური შეტყობინება, რომ დაასრულა ყველა საჭირო საკანონმდებლო პროცედურა ევროკავშირის როუმინგის ზონაში გაწევრიანებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
“კომისიამ დღეს მიიღო უკრაინის საბოლოო შეტყობინება იმის შესახებ, რომ მიღებულია ყველა საჭირო კანონი, რათა ქვეყანა ევროკავშირის როუმინგის ზონის წევრი გახდეს. მოლდოვა ასევე მალე გააგზავნის იმავე შეტყობინებას. მოლდოვა და უკრაინა ამ ზონას 2026 წლის 1 იანვრიდან შეუერთდებიან”, – წერს ჟურნალისტი.
I know that the word “historic” is overused these days but this is exactly that. The “roam like home” cover all 27🇪🇺 countries + 🇮🇸🇳🇴🇱🇮. Its the first time it is extended to 🇪🇺 candidate countries. well deserved, 🇲🇩🇺🇦 https://t.co/KvlnKdy29t — Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) June 6, 2025
ევროკავშირის როუმინგის ზონა მოიცავს 27 წევრ ქვეყანას, მათ შორის ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტეინს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ზონა გაფართოვდება და მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდებიან.
„ვიცი, რომ სიტყვა “ისტორიული” დღეს ხშირად გამოიყენება, მაგრამ ეს ზუსტად ასეთია,“ – აღნიშნა რიკარდ იოზვიაკმა.
2023 წლის თებერვალში, ევროკომისიამ როუმინგი ჩართო უკრაინის ევროკავშირში ასოცირების შეთანხმებაში.
ამავე წლის აპრილში, ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირის უფასო როუმინგის ზონაში.
გარდა ამისა, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შექმნა პირობები იმისთვის, რომ ქვეყანას დაენერგა ევროკავშირის შიდა ბაზრის რეჟიმი როუმინგის საკითხებში.
ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ელექტრონულ კომუნიკაციებში ევროკავშირის საკანონმდებლო ნორმების დანერგვას ითვალისწინებს. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ევროკავშირის როუმინგის ზონაში გაწევრიანებისკენ.