და ლიეტუვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად თანამშრომლობას აძლიერებენ

უკრაინამ და ლიეტუვამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარემ, ალექსანდრ პოტიიმ და ლიეტუვის მთავრობის ოფისის მთავარმა მრჩეველმა, ვიდმანტას კალადინსკასმა.
დოკუმენტი ითვალისწინებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის დაგეგმვის გამოცდილების გაცვლას და ერთობლივი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.
გარდა ამისა, ლიეტუვა მხარს დაუჭერს უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესებაში.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასეთი თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ომის დროს, და ერთმანეთს, ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში, მხარდაჭერა აღუთქვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს