უკრაინა და ინდოეთი აგროსფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

უკრაინამ და ინდოეთმა სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ უკრაინის სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და კვების მრეწველობის სამინისტრო იუწყება.
ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმა, მ და ინდოეთის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ მიიღეს, რომლებიც 23 აგვისტოს ში შეხვდნენ.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულება ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებასა და საბაზრო ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ემსახურება.
ხელშეკრულებით თანამშრომლობა ითვალისწინებს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო სფეროში კანონების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტებს შორის ცოდნის გაზიარებას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, სავაჭრო თანამშრომლობას, კვლევების ერთობლივად ჩატარებასა და ა.შ.
განცხადებაში წერია, რომ ხელშეკრულება მისი გაფორმების დღიდან 5 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
23 აგვისტოს მოდი უკრაინაში ზელენსკის შეხვდა. კიევში მოდი პოლონეთიდან ჩავიდა. ეს ინდოეთის პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც უკრაინამ 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.
მოდიმ შეხვედრაზე უკრაინასა და რუსეთს კონფლიქტის “მშვიდობიანი” გზით გადაჭრისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერმა ზელენსკის უთხრა, რომ იგი მზადაა მშვიდობის დამყარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
მანამდე, ივლისის თვეში, მოდი მოსკოვში ჩავიდა და ს პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. რუსეთში მოდის ვიზიტს ზელენსკისგან კრიტიკა მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ “დიდი იმედგაცრუება და მშვიდობის ძალისხმევისთვის დამანგრეველი დარტყმაა, როცა ვხედავთ, როგორ ეხუტება მოსკოვში მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე სისხლიან კრიმინალს ასეთ დღეს”. მოდის მოსკოვში ჩასვლის დღეს რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა.
ცნობისთვის, ინდოეთის პრემიერი ზელენსკის შეხვდა; მან რუსეთსა და უკრაინას დიალოგისკენ მოუწოდა.
წყარო: tabula.ge