,,უკრაინა და დასავლეთი მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში გვადანაშაულებს, რუსეთის არმია ასე არასდროს მოქმედებს” – ლავროვი

,, და დასავლეთი მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში გვადანაშაულებს, ს არმია ასე არასდროს მოქმედებს” – ლავროვი
რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიპლომატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინა და მისი ევროპელი მეპატრონეები ისტერიკაში ვარდებიან, რუსეთს სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებენ და ჩვენ ვხედავთ, რომ გაერო მსგავს განცხადებებს მხარს უჭერს და დასავლეთთან და უკრაინასთან ერთად რუსეთის დასჯას მოითხოვს. რუსეთის არმია ასე არასდროს მოქმედებს და მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.