უკრაინა გახდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის თაღლითობის საწინააღმდეგო პროგრამაში ჩაერთვება

20 აგვისტოს უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი ევროკავშირის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში (EUAF) უკრაინის მონაწილეობის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინის მონაწილეობა პროგრამაში უზრუნველყოფს აუცილებელ ცოდნას და პროფესიონალურ ტრენინგს უკრაინისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის სფეროში, ასევე გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს თაღლითობის საწინააღმდეგო სისტემის შემუშავებაში ევროპული სტანდარტების შესაბამისად – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ევროინტეგრაციის საკითხებში იური დრაგანჩუკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ, ხდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად გააფორმა მონაწილეობა პროგრამაში.