უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით 24 ნოემბრის ღამეს განადგურებულია 3 რუსული დრონი.
“უკრაინის საჰაერო ძალებმა 3 შაჰედის ტიპის დრონი გაანადგურეს” – წერია გენშტაბის განცხადებაში.
გენშტაბის თქმით, ასევე საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით გაისროლეს ორ X-59 ტიპის რაკეტა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად არტილერიითა და ავიაციით ბომბავს.
