31 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 21 რუსული დრონი გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
სულ საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 49 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. დრონები ოკუპირებული ყირიმიდან, ასევე პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ოლქებიდან აფრინდნენ.
საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით სექტემბრიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 3800 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათი უმრავლესობა შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონია.