11 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 18 დრონი და 8 ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.
“საჰაერო თავდაცვის ზონაში Юг მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია. ისინი ყირიმიდან გამოუშვეს, დრონების უმეტესობა ნიკოლევის თავზეა ჩამოგდებული”. – წერია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
გარდა ამისა, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს კიევის ოლქზე, რომლებიც დიდი ალბათობით ბრიანსკის ოლქიდან იყო ნასროლი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად არტილერიითა და ავიაციით ბომბავს.
