4 დეკემბრის ღამეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჩამოგდებულია 18 დრონი და 1 რაკეტა.
“ჩატარებული სამხედრო სამუშაოს შედეგად განადგურებული შაჰედის ტიპის 18 დრონი და X-59 ტიპის 1 მართვადი საავიაციო რაკეტა. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მუშაობდა უკრაინის 9 ოლქში”. – წერია საჰაერო ძალების ყოველდღიურ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით რუსებმა ააფრინეს დრონები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან, ხოლო რაკეტა ოკუპირებული ხერსონის საჰაერო სივრციდან არის გასროლილი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.
