უკრაინა: გავანადგურეთ რუსების გაშვებული 2 რაკეტა და 11 დრონი

27 თებერვლის ღამით რუსებმა ს შეუტიეს 6 რაკეტით და შაჰედის ტიპის 13 დრონით, მათგან უკრაინამ 2 რაკეტა და 11 დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
“საბრძოლო სამუშაოების შედეგად საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა X-59-ის 2 რაკეტა და შაჰედის ტიპის 11 დრონი ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და კიროვოგრადის ოლქებში”. – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ს ფედერაციის ვორონეჟის ოლქიდან ისკანდერის 23 ბალისტიკური რაკეტა, ხერსონისა და დონეცკის ოლქებიდან X-59-ის 4 რაკეტა და X-31P-ის 1 სარადარო რაკეტა გაუშვეს.
უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები აღნიშნავენ, რომ ოდესის ოლქში ერთ-ერთი დრონის მარშრუტი მიმართული იყო მოლდოვასა და უკრაინას შორის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისკენ.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დრონმა მოლდოვას გადაუფრინა, შემდეგ კი კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეში შევიდა, სადაც მოგვიანებით უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.