უკრაინა: გავანადგურეთ ოკუპანტების მიერ გაშვებული 27 დრონი და 5 რაკეტა

უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, 20 ივნისის ღამეს განადგურებულია რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი 5 რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთმა ს 4 ფრთოსანი X-101/X-555 რაკეტით, 3 ისკანდერით, 2 ერთეული X-59 მართვადი რაკეტით და 27 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დარტყმების დიდი ნაწილი დნეპროპეტროვსკზე მოვიდა.
საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია:
· 4 ერთეული X-101/X555;
· 1 მართვადი საავიაციო რაკეტა X-59;
· 27 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი;
უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.