“უკრაინა გააძლიერებს EU-ს უახლოეს მომავალში, გაწევრიანების პერსპექტივა უნდა ჰქონდეთ მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს” | ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკის განცხადებით, უახლოეს მომავალში ევროკავშირს გააძლიერებს. ბერბოკმა ასევე ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ EU-ში გაწევრიანების პერსპექტივა ჰქონდეთ საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.
“დღეს ცხადია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში. უკრაინის გაწევრიანება ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია. ევროპაში ე.წ. ნაცრისფერი ზონები აღარ უნდა დარჩეს…ბოლო კვირებში ჩვენი ერთიანობა გამოცდის წინაშე დგას ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გამო, სადაც ჩვენ, სიმართლე რომ ვთქვათ, ყოველთვის მართლაც ვერ ვპოულობდით საერთო ენას, როგორც ევროპელები”, – განაცხადა ბერბოკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ცდილობს, ევროკავშირის ერთიანობა დაარღვიოს.