უკრაინა ბელგიისგან 1 მილიარდ ევროს და F-16 გამანადგურებლებს მიიღებს

უკრაინა ბელგიისაგან F-16 გამანადგურებლებსა და 1 მილიარდ ევროს მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ სა და ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ში დე ვევერის ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი.
ბელგიის მიერ გამოყოფილი თანხა, დე ვევერის თქმით, გამოყენებული იქნება იარაღის შესაძენად და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასაძლიერებლად, კერძოდ, ახალი ტიპის იარაღის წარმოებისთვის. ბელგია წელს ასევე გეგმავს უკრაინისთვის ორი F-16 თვითმფრინავის გადაცემას, ხოლო მორიგ ორ სამხედრო თვითმფრინავს მომავალ წელს მიიღებს. დე ვევერი ირწმუნება, რომ მიწოდება არ გადაიდება, მიუხედავად იმისა, რომ კიევისთვის დაპირებული გამანადგურებლების გადაცემა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს ბელგიის საჰაერო ძალები მათ მიერ შეკვეთილ, უფრო თანამედროვე F-35 გამანადგურებლებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მედიას აცნობა, რომ რამშტაინის ფორმატში მორიგი შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის, დამატებითი თავდაცვის პაკეტებისა და უკრაინაში იარაღის წარმოების საკითხები განიხილება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა არ დაესწროს ამ შეხვედრას.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები