უკრაინა ახალ Patriot-ის სისტემას მიიღებს, რომელიც ისრაელში იყო განთავსებული – New York Times

გამოცემა New York Times ოთხ ამჟამინდელ და ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ მალე ახალ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს, რომელიც მანამდე ისრაელში იყო განთავსებული.
ამავდროულად, გამოცემის ცნობით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები განიხილავენ გერმანიიდან ან საბერძნეთიდან უკრაინისთვის კიდევ ერთი სისტემის გაგზავნასთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ საკითხებს.
New York Times წერს, რომ ანონიმურ წყაროებს არ აღუწერიათ უკრაინისთვის მეტი Patriot-ის სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით ტრამპის მოსაზრება, ან არ უთქვამთ, თუ როდის იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული – ტრამპის გაპრეზიდენტებამდე თუ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯეიმზ ჰიუვიტმა აღნიშნა, რომ არ იძლევა დეტალებს თავდაცვითი სისტემების განლაგებასა და მათი სიძლიერის შესახებ.
“პრეზიდენტმა ტრამპმა გარკვევით თქვა: მას სურს, რომ უკრაინაში ომი დამთავრდეს და მკვლელობები შეწყდეს”. – დაამატა მან.
ხოლო აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ “უკრაინისთვის მანამდე დამტკიცებული აღჭურვილობის მიწოდება გრძელდება”.
tabula.ge