უკრაინა აცხადებს, რომ სულ მცირე ერთი სუ-24 გაანადგურა მოროზოვსკის ბაზაზე თავდასხმისას

სულ მცირე, ერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და ამუნიციის საწყობი განადგურდა როსტოვის ოლქში მდებარე სამხედრო ბაზაზე იერიშისას, განაცხადა 5 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ.
„კოსმოსური დაზვერვის მონაცემებით, მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე დარტყმის შედეგად გაანადგურეს სუ-24-ის ტიპის ბომბდამშენი“, – წერია დაზვერვის მსახურის ცნობაში, რომელიც Telegram-ით გავრცელდა.
სამმართველო დასძენს, რომ ორი სუ-24 დაზიანდა ამუნიციის საწყობის აფეთქების შედეგად. არსებული ცნობით, თანამგზავრის ფოტოებზე ჩანს დიდ ფართობზე დამწვარი ტერიტორიები.
მოროზოვსკის სამხედრო ბაზა ფრონტის ხაზიდან 265 კილომეტრშია. რუსეთს კომენტარი ამ ცნობაზე არ გაუკეთებია.
მ მოროზოვსკის ბაზაზე თავდასხმა 3 აგვისტოს განახორციელა. მანამდე, აპრილის დასაწყისში, დრონებით განხორციელებული იერიშისას რამდენიმე თვითმფრინავი იქნა განადგურებული, როგორც რადიო თავისუფლებას აცნობეს უკრაინულმა წყაროებმა.
ეს ცნობები დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თანახმად, 5 აგვისტოს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ს მიერ გაშვებული 24 დრონი ს, ვინიცის, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავის ოლქებში.

ასევე დაგაინტერესებთ