უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა იერიში მიიტანა „დნეპროჰესზე“

უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ს დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევა მიმართული იყო უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ჰიდროელექტროსადგური „დნეპროჰესი“.
ზაპოროჟიეში მდებარე უდიდეს ჰესზე შეტევა დაადასტურა ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგომ“. მან რუსეთი დაადანაშაულა კახოვკის შემდეგ, ახალი ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევის მცდელობაში.
კომპანიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს „დნეპროჰესის“ კაშხალსა და ჰიდრონაგებობებზე. ენერგოკომპანიის თანახმად, სადგურზე ხანძარს ებრძვიან, კაშხალზე სიტუაციას აკონტროლებენ და ნგრევის საფრთხე არ არსებობს.
წყარო: რადიო თავისუფლება