უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობაში 8 000-ზე მეტი უკრაინელი იმყოფება

8 000-ზე მეტი უკრაინელი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, კვლავ ს ტყვეობაში იმყოფება, – ამის შესახებ ომის ტყვეების საკითხებზე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა, იური ტარანიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსული აგრესიის დროს მოსკოვთან შეთანხმდა და განხორციელდა ტყვეების 49 გაცვლა.
„საკოორდინაციო შტაბის მიზანია ში რუსული ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დაბრუნება. ეს ეხება როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე სამხედრო ტყვეებს. დღემდე განხორციელდა 49 გაცვლა და 2828 ადამიანი დაბრუნდა სახლში, აქედან 2681 სამხედრო და 147 მშვიდობიანი მოქალაქე. ამჟამად, ტყვეობაში 8000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. აქედან 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა“, – განაცხადა იური ტარანიუკმა.
მისივე თქმით, საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს ათიათასობით უკრაინელის ძებნას, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან. ამასთან, ტარანიუკმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დაკარგულთა უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების ბოლო გაცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა. 3 იანვარს სამშობლოში 230 უკრაინელი დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ